ლიდების გენერაცია

გაყიდვების გაზრდა ბიზნესის ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს, მაგრამ ლიდების გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია. ლიდი – ეს არის ადმიანი, რომელიც დაინტერესდა, ან შესაძლოა დაინტერესდეს ჩვენი შეთავაზებით.

ლიდების მოძიებას და მათი რაოდენობის ზრდას ხშირად ლიდების გენერაციას უწოდებენ. მარტივი მისახვედრია, რომ ლიდების გენერაციის ხარისხი და რაოდენობა პირდაპირ კავშირშია გაყიდვების ზრდასთან. შესაბამისად, ეს პროცესი უწყვეტ და სასურველია მაქსიმალურად ავტომატიზებულ რეჟიმში მიმდინარეობდეს.

ციფრული სამყარო იძლევა ამის შესაძლებლობას. სწორად შეფუთული პროდუქტი/მომსახურება, გონივრულად აგებული გაყიდვების ძაბრი და შესაბამისი ინსტრუმენტები – ეს იმ ჩამონათვალის ნაწილია, რომელიც ლიდების გენერაციისთვის და შემდგომ მათი დამუშავებისთვის გჭირდება.

ჩვენი მომსახურება გულისხმობს შეფუთვაში დახმარებას, შესაბამისი სარეკლამო კამპანიის შექმნას, ლიდების გენერირებას და ა.შ. გააჩნია ბიზნესის მოთხოვნებს და საჭიროებებს.

პროექტები

დააკლიკე აქ და გეტყვი რისი გაკეთება შეიძლება შენი ბიზნესის შემთხვევაში

თემა ძალიან ვრცელია და ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევის ჭრილში განხილვას საჭიროებს. თუ ჯერ კიდევ არაფერი გსმენია ლიდების შესახებ, მაშინ ეს ვიდეო დაგეხმარება ზოგადად წარმოდგენის შექმნაში.

 

 

დააკლიკე აქ და გეტყვი რისი გაკეთება შეიძლება შენი ბიზნესის შემთხვევაში

×